რეზონანსი
06.09.2018

 შვილმოკლული მამები, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე, საპროტესტო აქციებს იწყებენ. მოკლული დავით სარალიძის მამა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

პარლამენტის წინ პროტესტს რადიკალური ფორმით მასთან ერთად გამოხატავს თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. შვილმოკლული მამების პროტესტი უვადო იქნება და არ შეწყდება, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნა, რომ დაისაჯონ მკვლელები.

საპროტესტო აქციებს შეურთდებიან მოქალაქეები პანკისის ხეობიდან. მათი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალძის მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიებაა.

"ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს, ამას არ შევარჩენ" - აცხადებს ზაზა სარალიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×