(რეზონანსი) ჩეხურ გამოცემაში «Lidové Noviny // Lidovky» გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ლაპარაკია, რომ აფხაზეთში სირიელ ლტოლვილებს ქართველების საცხოვრებელ სახლებს აძლევენ და რუსული ენის სწავლას სთხოვენ. ინფორმაციას "კვირის პალიტრა" ავრცელებს.
"აფხაზეთში სირიელ ლტოლვილებს ხელგაშლილად იღებენ. ბევრი მათგანი იმ აფხაზების შთამომავალია, რომლებიც რუსეთის იმპერიიდან კავკასიის ომების დროს, მე-19 საუკუნეში გაიქცნენ და სირიაში დასახლდნენ. დღეს ისინი ომის ცეცხლით მოცული სირიიდან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან, თუმცა აქ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდებით", - წერს ჩეხი ჟურნალისტი პეტრა პროხაზკოვა, რომელიც სოხუმში ერთ-ერთ რეპატრიანტს - ავღან ასეფ (მუჰამედ) ზულგაის ესაუბრება.
"სოხუმის სანაპიროზე დამსვენებლებს იშვიათად თუ დაინახავთ, თუმცა ახლა, როცა ტურისტული სეზონის პიკია, აქ ბევრი ხალხი უნდა იყოს", - აღნიშნულია სტატიაში.