სასულიერო პირს, რომელსაც 8 შვილი ჰყავს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მამა ათანასეს სასწრაფო ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკაკი მინაშვილი ავრცელებს:
„ჩემო მეგობრებო, ეს ადამიანი ჩემი მოძღვარი მამა ათანასეა. ის არის 36 წლის და მსახურობს ხონი-სამტრედიის ეპარქიაში, მას ჰყავს მეუღლე და 8 შვილი. დეკანოზ ათანასეს (რუხაძე) ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, მას უნდა გაუკეთდეს ღვიძლის გადანერგვა. აღნიშნული ოპერაცია კეთდება საზღვარგარეთ და სჭირდება საკმაოდ დიდი თანხები, მდგომარეობა მეტად მძიმე და კრიტიკულია, ყოველი წუთი ძვირფასია მამაოს გადასარჩენად. თანხების მოძიება და შეგროვება დაწყებულია. გთხოვთ ჩემო მეგობრებო ვისაც რისი საშუალება გაქვთ თუნდაც მიზერული თანხა იყოს, ჩარიცხეთ აღნიშნულ ანგარიშზე. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის...
P.S. შემირცხვენია ის სახელმწიფო და საპატრიარქო რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირს ვერ ეხმარება და ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის გადარჩენას. 36 წლის კაცი რომელიც 8_შვილს უზრდის ქვეყანას მათი არაა? ჩვენი არაა? ამ ქვეყნისთვის არ ლოცულობს? ამ ქვეყანას და ქრისტეს ეკლესიას არ ემსახურება?“