(რეზონანსი) სასამართლოში ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარგამრეკელაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება გამრეკელაშვილის დედას ნათია გაბოძეს დაკითხავს.
"დღეს მოწმე ვარ. ძალიან მძიმე დღე მაქვს და ამ ეტაპზე ადეკვატურ პასუხს ვერაფერზე ვერ გაგცემთ. მე თვითონძალიან დიდ ემოციებში ვარ. იცით, ვისთან მიწევს დღეს შეხვედრა და ნახვა", - განაცხადა ნათია გაბოძემ.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალი მის მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს აქვს წაყენებული. გამრეკელაშვილის მკვლელობის გარდა ბაქრაძეს ასევე გამოძიება 6 სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენასედავება.
ვეფხია ბაქრაძეს სახელმწიფო ბრალდება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახმკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ანარაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეთელეთში დააკავა.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძედანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.