რეზონანსი
05.09.2018

 (რეზონანსი) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ვალდებულება ეხსნებათ, რომ ყოფილი პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე დაიცვას. ახალი ინიციატივით, ახალი ინიციატივის თანახმად, ყოფილ პირველ პირებს პერსონალური დაცვა აღარ ეყოლებათ.

სახელმწიფო დაცვა პრეზიდენტს ვადის ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს, ისევე, როგორც ეს ყოფილი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევებშია განსაზღვრული.

„შემოსულია მთავრობიდან ასეთი ინიციატივა. ჩვენ ჯერჯერობით მომხსენებელი არ გვყოლია ამ საკითხზე და არ მოგვისმენია არგუმენტები, გარკვეული ლოგიკა ამაში არის, მაგრამ მე არ მინდა წინმსწრებად გავაკეთო დასკვნები, მოვისმენთ და ამაზე უნდა იმსჯელოს გუნდმა, დიდი ხნის მსჯელობას არ მოითხოვს ასე ვთქვათ" - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×