რეზონანსი
05.09.2018

 უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტელეკომპანია “იბერიას” უპირისპირდება და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ტელეკომპანია "იბერია" ამ დრომდე არ აფიქსირებს საჯაროდ ოფიციალურ პოზიციას გუშინდელ პირდაპირ ეთერში მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტზე. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი კი შემპირდა, რომ აღარ მიმიწვევს ეთერში იმის გამო, რომ ტვ "იბერიასთან" გამიჩნდა შეკითხვები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაგრძელო სამართლებრივი მოქმედებები და ამ მიზნით რამდენიმე წუთის წინ მივმართე კომუნიკაციების მარეგულირებლის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს ვანო მახარაძეს, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ( პასუხისმგებელი პირი თამთა აბუსერიძე) და სახალხო დამცველის აპარატს სამართლებრივი რეაგირებისთვის"! – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

გუშინ ღამით, ტელეკომპანია “იბერია”-ში საპატრულო პოლიცია მივიდა. სამართალდამცველები დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოიძახა, რადგან სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგა მაქარაშვილმა მარიხუანა მოწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×