რეზონანსი
05.09.2018

 თვითმხილველის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, აფეთქების შემდეგ, როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, დაინახა, რომ „ქვემოთ ეგდო ბავშვი, რომელიც იქვე ჩასარიცხ აპარატთან იდგა“.

„მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს და გამოვიდნენ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში სვამდნენ. არ ხმაურობდნენ, წყნარად იყვნენ და უცებ გასროლის ხმა გაისმა. სულ 4 ადამიანი იყო“, - განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.

ფოთში, გამთენიისას, 4 პირს ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×