რეზონანსი
05.09.2018

 ფოთში ნაბადის უბანში 41 წლის მამაკაცს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აუეთქდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. არიან დაშავებულები, ერთ-ერთი 16 წლისაა. დაშავებულები გადაყვნილი არიან ქუთაისის და ზუგდიდის კლიკებში, რომელთა შორის არასრულწლოვანია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების თქმით, დაზიენებები თავის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა დღეს დილით გამთენისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 124-ე მუხლებით აღძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×