რეზონანსი
05.09.2018

 ბათუმში, ბარცხანის ხიდთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას სავარაუდოდ მარჯვენა ხელის მოტეხილობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×