PMCG-ის კვლევის მიხედვით, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის უკეთესია, ვიდრე მათი მოლოდინი მომავალი ექვსი თვესთან დაკავშირებით. ექსპერტების პროგნოზით, მესამე კვარტალში არსებული ეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის მშპს-ს რეალური ზრდის ტემპი 4.7%-ი იქნება.
ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შემცირდება და 2018 წელს ინფლაციის დონე 3.7% იქნება; ხოლო 2023 წელს ინფლაციის დონე 4.6%-ს მიაღწევს.
სავარაუდოა, რომ ლარის გაუფასურების პროცესი აშშ დოლარის, ევროს და ბრიტანეთის ფუნტის მიმართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მოსალოდნელია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდა, თუმცა, ექსპორტის ზრდის ტემპი სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება იმპორტის მოცულობასთან შედარებით, რის შედეგადაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაუმჯობესდება სავაჭრო ბალანსი.