რუსეთში ყალბი 5000 რუბლის კუპიურების მასობრივი გავრცელება დაიწყო. ამის გამო რუსულ ბანკებმა, შესაძლოა, უკვე დაკარგეს მილიონობით რუბლი. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა დაუდგენელია. ბანკომატების მფლობელები და მწარმოებლები უკვე გააფრთხილეს, რომ ძველი ტიპის მოწყობილობებს არ შეუძლიათ გაარჩიონ ყალბი კუპიურები ნამდვილისგან.
გამოცემა "ვედომოსტის" ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა მისი მასშტაბების დადგენა ვერ ხერხდება. საუბარია, რომ ყოველმა ბანკმა შეიძლება მილიონობით რუბლის იზარალოს. პირველ რიგში, მათ სასწრაფოდ მოუწევთ ძველი ტიპის ბანკომატების შეცვლა, რომელიც ასეულობითაა.
გამორიცხული არ არის, ყალბი 5000-რუბლიანები მეზობელ ქვეყნებშიც და მათ შორის საქართველოშიც გავრცელდეს. საფრთხე იმ ქვეყნებში გაცილებით მეტია, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო და ტურისტული კავშირი აქვთ. მათ რიგებში კი საქართველოც შედის.