რეზონანსი
04.09.2018

 საზოგადოებრივ მაუწყებელში საკადრო წმენდაა. ოფიციალური განმარტებით სამსახურის გარეშე დარჩენა იმ თანამშრომლებს ელოდებათ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, თუმცა როგორ ე.წ. შავი სიის ფიგურანტები ამბობენ, ადმინისტრაცია მათ ჩანაცვლებას სასურველი კადრებით გეგმავს. დოკუმენტი, რომელიც თანამშრომლებს ვასილ მაღლაფერიძის ხელმოწერით მიუვიდათ, ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა დიდ ნაწილს ახალი სამსახურის პოვნა მოუწევს. წერილი 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.  დირექტორი მათ საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს და მოსაფიქრებლად ვადას 4 სექტემბრამდე აძლევს. ვინც ამ პირობას არ დათანხმდება, დაკავებული პოზიციებიდან ავტომატურად გათავისუფლდებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მხარდასაჭერად დღეს ტელევიზიის შენობასთან არხის ტელესახეები შეიკრიბნენ, თუმცა მათთან შესახვედრად მენეჯმენტიდან არავი გამოსულა. ახსნა-განმარტებას გენერალური დირექტორისგან ელოდება პროფკავშირებიც. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ 150 თანამშრომლის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×