რეზონანსი
03.09.2018

 საზოგადოებრივი მაუწყებლის 100-მდე თანამშრომელს ახალ ხელშეკრულებებს სთავაზობენ, რომელიც საჰონორარო პრინციპს გულისხმობს და მათ ტელევიზიის ხელმძღვანელობა  საჭიროების მიხედვით დაასაქმებს, რასაც არხის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ეს არის ირიბი გათავისუფლება სამსახურიდან.

“4 შვილის მამაა ერთი, სამი შვილის მამა - მეორე. ამ ადამიანებს ეუბნებიან, წაბრძანდით გენაცვალე სახლებში. ამ შეთავაზებას ჰქვია ან წახვალ ან გაგიშვებ. ტელევიზია მარტო ჟურნალისტებს არ ნიშნავს, ადამიანებზეა ლარაპაკი. მაუწყებლის ბორდს მინდა ვკითხო, თქვენ რომ სხედხართ და ხელფასს იღებთ, რომელსაც ჩვენ გიხდით და ჩვენც, რომლებიც პროდუქციას გვაკეთებს და ხალხი გვიხდის ხელფასს, რა ხდება? რატომ ავირჩიეთ ისეთი საბჭო, რომელიც მხრებს იჩეჩავს და გვეუბნება, რომ ვერაფერს ვიზამთ?” – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×