რეზონანსი
03.09.2018

 „აგარის შაქარი” ამჯერადაც იმპორტის მხრიდან შევიწროვებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ  ქარხანა ისევ გაჩერდეს. საწარმოს დირექტორი ალხან ალიზადე ამბობს, რომ წარმოებას გრძელვადიან პერიოდზე ვერ თვლიან, რადგან „გააგრძელებს თუ არა ქარხანა მუშაობას ბევრ ფაქტორზე, უმთავრესად კი ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის გაზრდილი მოცულობაზე იქნება დამოკიდებული”.

„ჩვენ გახსნის დღეს განვაცხადეთ, რომ 2018 წლის 31 დეკემბრამდე ქარხანა იმუშავებს და მისი თანამშრომლები დასაქმებული იქნებიან. მაგრამ ადრეც და ეხლაც ხელს დაურეგულირებული იმპორტის რეჟიმი გვიშლის. გვიჭირს კომკურენცია გავუწიოთ იაფფასიან და დაბალი ხარისხის შაქარს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეხვედრების დროს ადგილობრივი წარმოების დასაცავად კანონის შემოღებას ვთხოვდით, რაც დააწესებდა კვოტებს იმპორტის რაოდენობაზე. ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ თავი დაგვეცვა გადაჭარბებული იმპორტის მხრიდან შევიწყოებისგან. დღეის მდგომარეობით ჩვენთვის ცნობილი არაა თუ რა ქმედებები მიმდინარეობს პარლამენტში ამ მიმართულებით”, - ამბობს ქარხნის დირექტორი.

„აგარის შაქარმა” მუშაობა 8-თვიანი გაჩერებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ 1-ლი ივნისს განაახლა. როგორც ქარხნის დირექტორი ამბობს, ამჟამად წარმოება სრული დატვირთვით მუშაობს და დღეში საშუალოდ 500 ტონა პროდუქციას უშვებს. ამჟამად ქარხანაში დასაქმებული იგივე 500-მდე თანამშრომელი, რაც იყო შარშან ქარხნის დახურვამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×