რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომოტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არსებობს ინიციატივა, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საკითხს მასშტაბური განხილვა სჭირდება.

"არის წინადადება პროფესიული განათლების სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს წინადადება არსებობს, თუმცა ის ცდება მხოლოდ განათლების მიმართულებას და ამ საკითხზე უნდა გავმართოთ კონსულტაციები თავდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის შემადგენლობასთან. თუკი მოხდება არსებულ საკითხზე შეჯერება, ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ შემდგომ შევიტანოთ ცვლილებები როგორც პროფესიული განათლების შესახებ კანონში, ისე წვევამდელთა შესახებ კანონმდებლობაში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×