რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) აზერბაიჯანმა რუსეთისგან ხუთი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო პროდუქცია შეისყიდა.

„ჩვენ განვიხილეთ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. აზერბაიჯანმა რუსეთისგან ხუთი მილიარდი დოლარის სამხედრო-ტექნიკური პროდუქცია შეისყიდა და ეს თანხა იზრდება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვლადიემრი პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, ხოლო რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ამ სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

შეგახსნებთ, რომ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გუშინ ჩავიდა. ის ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. როგორც კრემლში აცხადებენ, ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×