რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, ინციდენტის პრევენცია შეიძლებოდა, სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურებს ჯეროვნად, რომ შეესრულებინათ თავიანთი როლი.

„ინციდენტი დაიწყო 51-ე სკოლაში, საპირფარეშოში, შემდეგ გაგრძელდა სკოლის ტერიტორიაზე, შემდეგ ამას მოჰყვა მოზარდების მოსვლა სხვა სკოლიდან, შემდეგ გაგრძელდა სკოლის პერიმეტრის ირგლივ, მოხდა გადასვლა ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ხდებოდა ხოლმე რეგულარულად საქმეების გარჩევა და შემდეგ ეს ბავშვები გაემართნენ ხორავას ქუჩისკენ, სადაც მოხდა ეს ტრაგედია.

ეს კონფლიქტი არის იმის გამოვლინება, ზოგადად რაც ხდება დღეს სკოლებში. ეს არის: გაზრდილი აგრესიული ფონი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გაზრდილი რაოდენობა, ჩაგვრისა და ბულინგის, იარაღის ტარების, ასევე აკრძალული ნივთების ტარების, სკოლიდან გაპარვის და გაკვეთილების ჩაშლის გაზრდილი რაოდენობა.

ამ ინციდენტის პრევენცია შეიძლებოდა, სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურებს ჯეროვნად რომ შეესრულებინათ თავიანთი როლი, რომ ყოფილიყო სწორად განაწილებული მანდატურების ფუნქციები", -განაცხადა კაპანაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×