რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩასვლა აქტივისტებმა გააპროტესტეს. რადიო „ათინათის" ინფორმაციით, „თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბიშვილს ტრანსპარატებით „არ შეეგუო ოკუპაციას", „სალომე, აქ ვერ გათხრი" და „ბარს არ მოგცემ" დახვდნენ.

აქტივისტების თქმით, მათ პროტესტს სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იწვევს.

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად ხელმოწერების შესაგროვებად ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×