რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

„ბე-ემ-ვესა" და „მიცუბიშის" მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად მძღოლმა და მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდებათ.

ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×