სოციალური ქსელის მომხმარებელი თამუნა ნეფარიძე მატარებლის სადგურზე მომხდარ შემთხვევაზე წერს, რა დროსაც 5 წლამდე გოგონა მატარებლიდან ჩამოსვლისას ბაქანში ჩავარდა, მატარებელი კი უნდა დაძრულიყო. ამ დროს კი გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.
"განა მარტო პოლიციასა და ჯარში არიან გმირები! ახლახან გავხდი გმირობის ფაქტის შემსწრე. ეს ბიჭი არის ირაკლი კვირკველია, ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსი. ნახევარი საათი ვეხვეწე, რომ ფოტოს გადაღებაზე დამეთანხმებინა. მატარებლიდან ჩამოსული 4-5 წლის გოგონა, კარიდან 2-3 მეტრში, მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი.
ატყდა წივილ-კივილი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი ამ არასამუშაო დღეს იქ და წამებში დაუფიქრებლად ჩახტა და ამოიყვანა ეს ბავშვი ახლაც მაკანკალებს ის სურათი რომ მახსენდება. ბავშვს არაფერი მოსვლია, თუ არ ჩავთვლით სტრესს. მშობლები ალბათ ისე დაიბნენ, არც კი იციან ვინ გადაარჩინა მათი შვილი", – წერს თამუნა ნეფარიძე.