რეზონანსი
01.09.2018

 სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს. თურქული გამოცემა Cumhuriyet-ის ცნობით, საქართველოს 24 წლის მოქალაქე ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი გადაეყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც თურქეთიდან დეპორტირებულია და ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალება.

მსგავსი შემთხვევა 2017 წელს ორჯერ მოხდა. 2017 წლის სექტემბერში, 47 წლის საქართველოს მოქალაქე, სარფის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით ჩემოდნით 27 წლის ანგელინა სამუსენკოს გადაყვანის მცდელობისას დააკავეს.

ასევე გასული წლის დეკემბერში, თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის გოგო იპოვეს, რომელსაც თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა და ამ გზით ცდილობდა ქვეყანაში შეღწევას.

ქალის ჩემოდანში პოვნის კადრები შეგიძლიათ იხილოთ აქ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×