რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, ძალიან სასაცილოა საუბარი სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატზე, რადგან ექსპერტის აზრით, „ერთია ფორმალური სტატუსი და მეორე პოლიტიკური რეალობა, რომლის მიხედვითაც, ის უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების" განუყოფელი ნაწილია".

ხუხაშვილი ამის მიუხედავადაც კი, რომ ზურაბიშვილი მმართველი პოლიტიკური გუნდის პარტიის ნაწილია, „ქართულ ოცნებას" მისი კანდიდატურის წამოყენებას არ ურჩევს, რადგან ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სერიოზული რყევები გარდაუვალია და ზურაბიშვილი ხელისუფლებისთვის „ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი იქნება, ვიდრე იყო მარგველაშვილი".

„სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი ძალიან სასაცილოა იმიტომ, რომ ყველაზე „გულანთებული" აქტივისტი იყო „ქართული ოცნების" წლების განმავლობაში და რანაირად არის დამოუკიდებელი ვერ გავიგე. ფორმალურად პარტიაში რომ არ არის, ეს მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს? ერთია ფორმალური სტატუსი და მეორე პოლიტიკური რეალობა. პოლიტიკურ რეალობაში ის უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების" განუყოფელი ნაწილია. ყველა შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, მე პირადად, „ქართულ ოცნებას" არ ვურჩევდი მისი კანდიდატურის წამოყენებას იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი იქნება, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ, რომ მარგველაშვილი იყო მათთვის. სალომე ზურაბიშვილი არის საკმაოდ კონფლიქტური ადამიანი და გარდა ამისა, ჩემი აზრით, გარდაუვალია სერიოზული რყევები მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თვითონ „ქართული ოცნებისთვის", განაცხადა ხუხაშვილმა GUARDIAN.GE - სთან საუბარში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×