რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„ამ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. სხვანაირად, სხვა ფორმით თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×