რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები წლის ბოლომდე ერთმანეთს შესაძლოა, სამჯერ შეხვდნენ.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს მოლაპარაკებების გამართვა უნდა, მაგრამ ყველაფერი ორივე მხარის სურვილზეა დამოკიდებული.

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილებად საფრანგეთი, სინგაპური და არგენტინა დასახელდა.

საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკაშირებული ღონისძიება გაიმართება, სინგაპურში აღმოსავლეთ აზიის სამიტი იგეგმება, არგენტინაში კი „დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×