რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დააკავებულმა გარემოვაჭრემ თვითმკვლელობა სცადა.

მარინა ფარულავამ დაკითხვის დროს თვითმკვლელობის მიზნით, სამართებლით ვენების გადაჭრა სცადა. თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შეგახსენებთ, რომ მოვაჭრე მერიის ზედამხედველობის სამსახურის განცხადების საფუძველზე დაჯარიმდა და 1000 ლარამდე საქონელი ჩამოერთვა. ფარულავა დღეს მერიის წინ მჯდომარე აქციის გამართვას გეგმავს.

„არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აქ გააკეთონ მაღაზიები, დავიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს," - ამბობს ფარულავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×