რეზონანსი
30.08.2018

 აკადემიკოსი გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე შემდეგი სახის ინფორმაცია ავრცელებს:

„მივმართავ ბიძინა ივანიშილს, უჩა მამაცაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს - გიორგი გახარიას, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს - ნიკა შარაძეს, მთავარ პროკურორს გიორგი თადუმაძეს, იუსტიციის მინისტრს - თეა წულუკიანს:

მას შემდეგ, რაც დღეს, "ფეისბუკით" გავავრცელე ჩემი მიმართვა და დავურთე მოწმის, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნისა და დათა ახალაის ყოფილი მარჯვენა ხელის, ვიდეოაღიარების ფინალი, მოწმე - ვახტანგ გაბელია-ძიძიშვილი მემუქრება, რომ ზუგდიდიდან ჩამოვა თბილისში და არც მეტი, არც ნაკლები, მომკლავს.

იგინება უშვერი სიტყვებით და მე და მამაჩემს - გურამ შარაძეს გვაყენებს შეურაცხყოფას.

გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ!

ყველას გასაგონად ვაცხადებ: ჩემი ძვალიც რომ გაქრეს, შვეიცარიის ბანკში არსებული ჩემი სეიფი გაიხსნება და ამის შემდეგ, რა და როგორ უნდა მოხდეს, ჩემი შვეიცარიელი ადვოკატები ზედმიწევნით არიან ინფორმირებულნი.

ასე რომ, მემუქრებით კი არა, სული მიბერეთ!“ - წერს შარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×