რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) დაზვერვის ასეულის მეთაურზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პროკურორი, გივი შენგელია, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გივი შენგელიას თქმით, მასსა და სამხედრო გიორგი მეტრეველს შორის შელაპარაკება პირად საკითხთან დაკავშირებით მოხდა. ის არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა იარაღი და დასძენს, რომ მას იარაღის ტარების უფლება არ დაურღვევია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს უკვე ყოფილმა პროკურორმა წყალტუბოში მისი მეგობრის მეუღლეს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე გაირკვა, რომ გივი შენგელიას ანალოგიური ინციდენტი 2017 წლის ოქტომბერშიც შეემთხვა, თუმცა მაშინ საქმე არ გახმაურებულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×