რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში, ტყის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. შსს-ს ვერტმფრენი სტიქიის პერიმეტრზე პირველ გადაფრენას ამ წუთებში ახორციელებს.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

2 საათის წინ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ასევე ჩაერთო ტყის ხანძრების სპეცტექნიკა, რომელიც რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცეცხლის ფართო მასშტაბზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×