რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ცნობილი რეჟისორი, გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებას გეგმავს. შენგელაია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილს „უწიგნური" უწოდა და მკაცრად გააკრიტიკა, დღეს ამბობს, რომ ივანიშვილი მასზე გაბრაზებული აღარ არის.

ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შეურიგდა. რეჟისორს არჩევნებში „ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„მხარდაჭერის იმედი მაქვს, მას (ბიძინა ივანიშვილს) აქვს ძალიან გონიერი აზროვნება. ხანდახან მასთან ვკონფლიქტობ, მაგრამ მერე ვრიგდებით. გავაკრიტიკე, რომ ძალიან ცოტას კითხულობს. მან დაურეკა ჩემს შვილს ნიკუშას, ვისთანაც პირადად მეგობრობს და უთხრა, რომ მამაშენმა ყველაფერი სწორი თქვაო, ვეთანხმები აბა რაო", - აცხადებს გიორგი შენგელაია „ნიუპოსტთან".

მისი თქმით, პრეზიდენტობაზე კენჭისყრის გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ინფორმირებული არ ყოფილა.

„არ ვიცი, დამიჭერს თუ არა მხარს, ხომ გითხარით დასაწყისში - გონიერი კაცია, მოდი ამით შემოვიფარგლოთ და გონიერი კაცი მიიღებს გონიერ გადაწყვეტილებას"- დასძინა გიორგი შენგელაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×