(რეზონანსი) მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაკითხულია პირი, რომელიც იმ ღამით მსახიობთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ვინ არის ეს ადამიანი უცნობია.
გადრაცვალებიდან რამდენიმე თვის წინ მსახიობმა ცოლი მოიყვანა. მისი მეუღლე თამარ ორაგველიძე გახლავთ, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
„ჩვენ წინა დღესაც ვილაპარაკეთ, ჩამოსვლაზე ვისაუბრეთ, სამომავლო გეგმებზე. ეჭვი არაფერში შემიტანია. ყველა მის მეგობარს ვიცნობ, ვისაც პირადად არა, გადმოცემით მაინც ვიცი. დოლიძის ქუჩაზე, ვისთან უნდა ყოფილიყო, წარმოდგენა არ მაქვს. არც კი უხსენებია ეს ქუჩა ჩემთან არასდროს.
„მთელი დღის განმავლობაში ძალიან დაკავებული ვიყავი. ზუზუს რომ ველაპარაკე იმ საღამოს რატომღაც ინტერნეტი გავთიშე. როგორც წესი, არ ვთიშავ ხოლმე. დილით რომ ჩავრთე, ელდა მეცა.
„ზოგადად დეპრესიული იყო ზუზუ, მაგრამ იმ დღეს ვერ შევამჩნიე, რომ ცუდ ხასიათზე იყო. ვერასდროს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ მის გვერდით არ ვიყავი იმ დოზით, როგორიც მას სჭირდებოდა. უცებ სამსახურიც ვერ მივატოვე. ნელ-ნელა ეტაპობრივად ამას ვგეგმავდი, ჩამოსვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ასე სწრაფად ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი", - აცხადებს ბეჟაშვილის მეუღზე „პრაიმტაიმთან"
მსახიობის მეუღლე ამბობს, რომ ბეჟაშვილი იმ ღამეს მარტო არ იყო, თუმცა მის შესახებ არაფერი არ იცის.