რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალიების მიზეზი ჯერ ისევ გაურკვეველია. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, თუმცა, ჯერჯერობით არ დაუკითხავთ ოჯახის წევრები, ზუზუს დედა და მეუღლე.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაკითხულია ერთი პიროვნება, რომელიც შემთხვევის დროს ზუზუსთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ ველოდებით გამოძიებას. გვაქვს ინფორმაცია რომ მარტო არ იყო. მასთან ერთად ერთი ადამიანი იყო თუ ორი, არ ვიცით. ჩვენ, მისმა მეგობრებმა არც ვიცოდით, რომ მას დოლიძეზე ვინმე ჰყავდა. რომ დამირეკა არც უთქვამს, სადმე თუ მიდიოდა. არადა ყველთვის, ყველაფრის საქმის კურსში მაყენებდა. ჩვენი საერთო მეგობარი, სანდრო მიკუჩაძე ცხოვრობს დოლიძეზე და მანაც არ იცის, ვისთან შეიძლება მისულიყო ის მისამართზე. ბათუმში ვიყავი მაგ დროს, ვერიკო ტურაშვილი და თამუნა გიორგაძე მივიდნენ პირველები. ვერიკომ რომ დამირეკა, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თურმე", - ამბობს ბეჟაშვილი მეგობარი ნინი დედალამაზიშვილი.

„პირველმა მე გავიგე ეს ამბავი. როცა დამირეკეს, ჯერ ისევ ცოცხალი იყო. როგორც ვიცი, ვიღაც დაკითხა, ვინც მასთან ერთად იყო იმ მომენტში, თუმცა მისი ვინაობა არ ვიცი. არცერთმა მისმა მეგობარმა არ ვიცით თუ ვინმე ჰყავდა მას დოლიძის ქუჩაზე. კი, ველაპარაკე. შემთხვევამდე 40 წუთით ადრე აქვს მოწერილი ჩემს ტელეფონზე, „მიყვარხარო", - აცხადებს ვერიკო ტურაშვილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×