რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ტირაჟიანი „ლოტო 6/36"-ის პირველი ჯეკპოტის მფლობელი თბილისელი, 69 წლის პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი გახდა. მან 857 007 ლარი მოიგო. ის ლატარიას სისტემატურად თამაშობს.

28 აგვისტოს მან „ლოტო 6/36"-ის ბილეთი, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა, ციფრები შემოხაზა და 47-ე გათამაშებას დაელოდა.

„ვაიმე ცუდად ვარ, თავი სიზმარში მგონია, ლატარიას სისტემატურად ვთამაშობ, თუმცა აქამდე არასდროს არაფერი მომიგია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ რასაც ეხლა ვგრძნობ და ყველას მსგავსი ბედნიერების განცდას ვუსურვებ, უღრმესი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას, ამ წარმოუდგენელი სიხარულის მონიჭბისთვის". - თქვა ლალი ზურაბიშვილის, მას შემდეგ რაც მან შეიტყო, რომ 857 007 ლარის მფლობელი გახდა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის გამარჯვებული თავის კუთვნილ 857 007 ლარს უახლოესს მომავალში საზეიმო ვითარებში მიიღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×