რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველო" თბილისის საკრებულოს და სახელდების კომისიას ინიციატივით მიმართავს, დაიწყოს მსჯელობა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების თაობაზე.

„ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი გაბაშვილმის თქმით, ქართველების ვალია, პატივი მიაგონ სენატორის ხსოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გულშემატკივარი იყო.

„ევროპული საქართველოს" ინიციატივით მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სახელდების კომისიას, მმართველ ძალას, ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დავარქვათ ჯონ მაკკეინის სახელი. სენატორი მაკკეინი იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ერების ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი იმ ნაბიჯებისა, რომელსაც საქართველო დგამს თავისუფლებისკენ", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×