რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა - თბილისი განთავსდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მერიამ პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერის" ფარგლებში მიიღო.

„ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა „თბილისი", ქართული და ინგლისური ასოებით. ჩვენი ქალაქის მიმზიდველ ფონზე წარწერა - თბილისი იქნება თვალშისაცემი და ტურისტთა ყურადღებას მიიქცევს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე განიხილება, ვინაიდან მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×