დედაქალაქის მერი კახა კალაძე უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს.
"ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებენ სხვა ადამიანებზე, ახორციელებენ "კარუსელს". ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცამოვიდნენ, მაგრამ კანიონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მოვა შესაბამისობაში", - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის. ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან", - აღნიშნა თბილისის მერმა.