რეზონანსი
29.08.2018

 ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა სასამათლო სისტემაში მიმდინარე პროცესები შეაფასა:

"არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ესეც ხელისუფლების ბრალია. არა იმიტომ, რომ ეს მოსამართლეები დატოვა, არამედ იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით დატოვა და არ შეცვალა მისი დაკომპლექტების წესი!

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ფაქტიურად კოტე კუბლაშვილის მიერ დაკომპლექტებული. რაღაც მაფიოზური დაჯგუფება შეიქმნა და ამის დაშლა იყო საჭირო. ერთი ხელის მოსმით ვერ გაუშვებდნენ ყველას, მაგრამ შეეძლოთ კანონი მიეღოთ ისეთი, რომლის მიხედვითაც დაკომპლექტების წესი შეიცვლებოდა და იქ ეს სიტუაცია არ იქნებოდა, რაც დღეს არის.

იმ მგლების ხროვაში მოხვედრა არაა მარტივი საქმე. ხომ ვნახეთ არა, ნინო გვენეტაძე შეჭამეს მგლებმა! ეს ფაქტია.

ვერ გაუძლო ამ ბრძოლას და გამოვიდა ისე, რომ ამ მგლებმა შეჭამეს", - განუცხადა "ახალ თაობას" გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×