რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანის გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული მუქარისშემცველი სიტყვების გამო, თბილისის მთავარ სამმართველოში დაბარებული „პატრიოტთა ალიანსის" წევრის, კონსტანტინე მორგოშიას დაკითხვა დასრულდა.

მორგოშია აცხადებს, რომ ფეხბურთელს არ დამუქრებია და გამომძიებლებმა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.

„დამიბარეს ერთ-ერთ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც მთავრდებოდა ასე: „რომ ჩამოხვალ 9-ში, ყველაფერს ნახავ". თუმცა, როცა გამომძებლებმა სხვა პოსტებიც ნახეს, მიხვდნენ, რომ არაფერი ისეთი არ იგეგმება. იგეგმება ისეთი აქცია, რაც რამდენიმე თვის წინ იყო ქუთაისში, საქართველო-ბელარუსის დროს. ძალისმიერი მეთოდით არ შევსულვართ მაშინაც სტადიობზე, კანონის ფარგლებში შევედით, გავაპროტესტეთ კანონის ფარგლებში, კაშია ნახავს დიდ პერფომანსს, ჩვენ არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ, მათ შორის არც კაშიას მხარდამჭერებთან, თუ ყავს მას მხარდამჭერები. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროტესტი და ამას დავაფიქსირებთ", - განაცხადა მორგოშიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×