რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) გამოკითხვაზე მოსვლას დღეის შემდეგ აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაკითხვა სავარაუდოდ, ემსახურება იმას, რომ ვერ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

"როგორც ყველანი ხედავთ, მე დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას.

"მე ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე. იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. მე ამასაც შევეწინააღმდეგები. თუ უნდათ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ დამაკავონ, მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×