რეზონანსი
29.08.2018

 (რეზონანსი) სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა.

„ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც, რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს, შუადღისას მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×