რეზონანსი
29.08.2018

 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან დაკავშირებულ საუბრებს საფუძველი არ აქვს. ასე უპასუხა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გადის ასე ხშირად გიორგი ქობულია შვებულებაში და რატომ არ ესწრებოდა ის ანგელა მერკელის ვიზიტს. 

"ამ საუბრებს საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ბახტაძემ. 

ახალი მინისტრი დანიშვნიდან უკვე მეორედ გავიდა შვებულებაში და გერმანიის კანცლერის ვიზიტს სწორედ ამის გამო ვერ დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×