რეზონანსი
28.08.2018

 (რეზონანსი) 20 დღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, 41 წლის გია ფეიქრიშვილის მკვლელობისა და მისი მეგობრის დაჭრის ფაქტზე 29 წლის ცოტნე გოგობერიშვილი დააკავეს.

როგორც ცნობილია, მკვლელობისა და დაჭრის შემდეგ, ბრალდებულმა მოკლული მამაკაცის ცოლი გაიტაცა და გაიქცა, შემდეგ კი ქალი დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო.

ვარკეთილში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის თვალწინ მოკლეს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელსაც მეზობელი შეესწრო, რომელიც შემთხვევისას მხარის არეში დაიჭრა. კონფლიქტის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×