რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან კანდიდატს მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო უსაყვედურეს და ახსნა-განმარტების გაკეთბა მოსთხოვეს.

„იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს" - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს.

ზურაბიშვილმა მოქალაქეს კი პასუხად უთხრა, რომ საქართველოდან რუსის ჯარი მან გაიყვანა.

„სად გაიყვანეთ ისევ აქ არიან, თანდათან მოდიან. ცოტახანში გზაზე ვეღარ გამოვივლით", - დაუბრუნა პასუხი მოქალაქემ. „თქვენმა მიშამ შემოიყვანა რუსის ჯარი", - მიმართა ბოლოს ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×