საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ქვეყნის კაზანტიპიზაცია წარმატებით გრძელდება! მერე რა რომ პროცესს ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე უკვე შეეწირა, მთავარი როგორც ჩანს მიზანია, რომელიც სხვის სიცოცხლეზე მეტია! დღეს ყველაზე იაფი რეკრეაციული ნარკოტიკი შემოდის ჩრდილოეთ ირანიდან. "ტურისტებს" ოპიუმის ყაყაჩოს ე.წ. "სერეცი" და ჰეროინი შემოაქვთ უკანა ტანით, სწორ ნაწლავში მოთავსებული შეფუთვებით.
დისტრიბუციის ლოკაცია თბილისის მიმართულებით არის ქვემო ფონიჭალა, რომლის მკვიდრთა უდიდესი ნაწილი ჩართულია ნარკორეალიზაციის შავ ბიზნესში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელსაც ფლობს შსს -ს ანტინარკოტიკული ბიუროს ყველა ოპერმუშაკი.
მეტიც, კლინიკური საავადმყოფოების მიმღებ განყოფილებეში რიგებიც კი უდგათ ირანის მოქალაქე პირთა შესამოწმებილად უკანა ტანით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით.
ბოლო 6 თვეში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ჯამური ოდენობა ყველა დროის სტატისტიკას აჭარბებს. ირანელი მსხვილფეხი "ბარიგები" საქმეში ითრევენ ქართველ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით გოგონებს. იქმნება გაფართოებადი ქსელები გასაღებისა და გავრცელებისთვის, რისი ყველაზე ხელსაყრელი ადგილები სწორედ ელექტრონული მუსიკის ფესტივალები და ღამის კლუბებია.
ცნობისათვის , 1 გრამი ე.წ. "სერეცის" ფასი ირანის შავ ბაზარზე მხოლოდ 50 ცენტის ფარგლეშია რაც 100-ჯერ იაფია აქაური შავი ბაზრის ფასებთან შედარებით. აღარაფერს ვამბობ მიზანმიმართული ნარკოდივერსიის დაფინანსებულ კამპანიაზე, რასაც პოლიტიკური ხასიათი აქვს! ტურისტულად უვიზოდ "შემოხეტიალებილი" პირი რომ 9 თვე იცხოვრებს ქვეყანაში, მერე გავა 5 წუთით მეზობელი სომხეთის საზღვარზე და კვლავ 9 თვით უბრუნდება ქვეყანას, ნუ თუ არ უნდა არსებობდეს შესაბამისი სამსახური რომელიც მარტივ კითხვას გასცემდა პასუხს - რითი არსებობს ტურისტი შენს ქვეყანაში თვეობით უმუშევარი?" - წერს ლორთქიფანიძე.