რეზონანსი
26.08.2018

 ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ნანგარჰარის პროვინციაში დაჯგუფების სამალავზე განხორციელებული იერიშის შედეგად განადგურებულია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის თანახმად, აბუ საად ერჰაბის გარდა, დაიღუპა კიდევ 10 ექსტრემისტი. 25 აგვისტოს ერთობლივი ოპერაცია ავღანეთის არმიამ და სერთაშორისო ძალებმა სახმელეთო ძალებისა და ავიაციის მონაწილეობით ჩაატარეს. 

26 აგვისტოს გავრცელებული ოფიციალური ცნობით, იერიშის შედეგად განადგურებულია ექსტრემისტების ხელთ არსებული შეიარაღება და საბრძოლო არსენალი. ამ ცნობას ჯერ არ მოჰყოლია დადასტურება ექსტრემისტული დაჯგუფების წყაროებში. არ არსებობს რეაქცია არც ნატოს ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციური სარდლობის მხრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×