სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„ეს პატარა გოგო სამ ადამიანს უვლის ამ ქოხში. უნარშეზღუდულ დედ-მამას და 8 წლის ძმას. არ აქვთ ტანსაცმელი და გარეთ გამოსვლის რცხვენიათ. მშობლებისა და ძმის მოსავლელად თამარი სკოლიდან გამოვიდა. მეზობლები აჭმევენ სამადლოდ, მათაც არაფერი აქვთ ხშირად და სულ მშივრები არიან.
სოციალური დახმარება მოუხსნეს ოთხი ქათმის გამო, რომელიც მეზობელმა აჩუქა და დედმამის პენსიით არსებობენ.
ეს ქოხიც წაქცევაზეა, ძლიერი ქარის ეშინიათ, რომ არ დაინგრეს. მეზობლები დაგვხვდნენ ბევრი და ამათი საცოდაობით იწვის ყველა მართლა.
ცხოვრობენ ჩოხატაურის რაიონში, სოფელ გორაბერეჟოულში. ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. თამარს ძალიან რცხვენია და სულ ტირის, მე კი ვუთხარი რომ გმირია!
16 წლისაა და ავადმყოფ დედ-მამას და პატარა ძმას უვლის ნახევრად მშიერი. აუცილებლად კარგად ექნება ყველაფერი, აბა ჩვენ ვიცით!
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili