რეზონანსი
26.08.2018

 დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ავტომობილში სხვა მგზავრებთან ერთად სამი ბავშვი იმყოფებოდა. მგზავრებს, მათ შორის ბავშვებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები შედარებით მსუბუქი ხარისხისაა. 

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276- ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც 

გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×