რეზონანსი
26.08.2018

 "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რაგბის კლუბისთვის 4 000 ლარის შესაგროვებლად კამპანია დაიწყეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ეს თანხა ოზურგეთში რაგბის ახალი ბაზის ასაშენებლად არის საჭირო. 

"იმისათვის, რომ უკეთ მოვემზადოთ და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ, ვგეგმავთ ახალი ბაზის აშენებას. საჭიროა მიწის ნაკვეთის შემოერთება, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის და მისი ღირებულება 4000 ლარია. მიწის ნაკვეთის დამატების გარეშე, პროექტი ვერ განხორციელდება",  - წერს თალაკვაძე.

"ტაბულას" ცნობით, ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივები” პირველ ლიგაში გადავიდა. კლუბში 107 მოზარდი ვარჯიშობს, აქედან 14 გოგონა და 93 ვაჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×