რეზონანსი
26.08.2018

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანს, ოთარ იაშაღაშვილს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტშია გადაყვანილი. იაშაღაშვილი სამართალდამცველებმა 2 პირთან ერთად მაშინ დააკავეს, როცა ერთ-ერთი მათგანი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებას ყიდდა.

დაკავებული ოთარ იაშაღაშვილი ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის

უახლოესი გარემოცვის წევრია. ის იურიდიულ დეპარტამენტს ჯერ ფინანსთა, მოგვიანებით კი ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×