რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის ანა მიქელაძის განაცხადებით წინასაარჩევნო გარემოს ხელს უშლის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მათ რეგიონულ ოფისებში რეკავენ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.

მისივე ინფორმაციით, უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება საოლქო-საარჩევნო კომისიების მიმართ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების შესახებ. უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან. ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც.

სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს",- განაცხადა მიქელაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×