რეზონანსი
25.08.2018

 (რეზონანსი) გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

გემის კაპიტნის ინფორმაციით, PANTELENA-ს ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა გაბონის ტერიტორიულ წყლებში განხორციელდ, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე გემის ეკიპაჟს დაუკავშირდა, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით და მისი წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×